რეგიონი
უკრაინაში რუსეთმა სვიატოგორის ლავრა დაბომბა
რუსეთის მიერ, დონეცკის ოლქის დასახლება სვიატოგორსკის დაბომბვის შემდეგ, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სვიატოგორსკის ლავრის ხის ეკლესიას ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხანძარი გაჩნდა ყოველთა წმინდანთა სახელობის სკიტის ტერიტორიაზე. ცეცხლის ალმა სრულად მოიცვა სავანის მთავარი ტაძარი.

ჯერჯერობით, არ გავრცელებულა ინფორმაცია გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ.

ლავრა ადრეც დაბომბეს. 30 მაისს დონეცკის ეპარქიამ განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი ბერი და მონაზონი, ხოლო სამი ადამიანი დაშავდა.
| Print |