რეგიონი
ბუჩასთან ახალი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, ადამიანების უმეტესობას ხელები შეკრული და მუხლები დაცხრილული აქვს
უკრაინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბუჩასთან ახლოს მშვიდობიანი მოსახლეობის ახალი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

კიევის რეგიონული პოლიციის უფროსის ანდრეი ნიებიტოვის თქმით, 7 ადამიანის ცხედარი სოფელ მიროცკესთან ახლოს აღმოაჩინეს, რომელთა უმეტესობას „ხელები აქვს შეკრული და მუხლები დაცხრილული“.

მისივე თქმით, ისინი ნაწამები არიან და იმისათვის, რომ ცხედრების იდენტიფიცირება მოხდეს, სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება.
| Print |