რეგიონი
უკრაინელი ჯარისკაცები სევეროდონეცკში მტრის თავდასხმას წარმატებით იგერიებენ
უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკსა და ტოშკოვკაში მტრის თავდასხმებს წარმატებით იგერიებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

"უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებით იგერიებენ მტრის თავდასხმებს სევეროდონეცკსა და ტოშკოვკაში, ბრძოლა გრძელდება", - აცხადებენ გენშტაბში.

„სევეროდონეცკის მიმართულებით მტერმა განახორციელა საცეცხლე შეტევა ჩვენს პოზიციებზე ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან. მათ ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, ტოშკოვკას, უსტინოვკას, ბოროვსკოეს, მეტელკინოს დასახლებების ტერიტორიებზე. მტრის არმიის ავიაციამ ბელაია გორასთან ავიაიერიში განახორციელა“, - ნათქვამია ანგარიშში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკის ცენტრში გამაგრებას ცდილობენ.
| Print |