რეგიონი
ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა
ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონზე ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17 -მდე გაიზარდა, - ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება.

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა 14 ადამიანის ცხედარი 9-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, 3 ადამიანი კი რეკრეაციულ ცენტრზე მომხდარ თავდასხმას ემსხვერპლა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავდა 30-ზე მეტი პირი, მათ შორის 3 ბავშვი.

მაშველები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.

შეგახსენებთ, ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონში, 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციულ ცენტრზე თავდასხმა წუხელ განხორციელდა.
| Print |