რეგიონი
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 358 ბავშვი ემსხვერპლა
რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 358 ბავშვია დაღუპული, 681-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 361 ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში, ხარკოვის ოლქში - 194, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 61, ნიკოლაევის ოლქში - 53, ხერსონის ოლქში - 52, ზაპოროჟიეს ოლქში - 40.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად 2 185 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, საიდანაც 221 სრულად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
| Print |