რეგიონი
"ჯობს, დაკავდნენ ევროპული პრობლემებით" - ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთს მიმართავს, დაკავდნენ ევროპული პრობლემებით.

„გამოვდივართ იქიდან, რომ ჩვენი დასავლელი მეზობლები რაღაც ეტაპზე მაინც მიხვდებიან აბსოლუტურ კონტრპროდუქტიულობას და საფრთხეს, რომელსაც გამოიწვევს უკრაინის მომარაგება შეიარაღების თანამედროვე სახეობებით, უკრაინის რეჟიმის წახალისებით, განაგრძოს უგუნური ქმედებები სამოქალაქო პირებზე, თავისივე მოქალაქეებზე თავდასხმით“ , - განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ დასავლეთს ცხოვრება აიძულებს მიუკერძოებლად შეხედონ ფაქტებს.

„ვიმედოვნებ, რომ მიუხედავად ამისა, ცხოვრება მათ აიძულებს მიუკერძოებლად შეხედონ ფაქტებს, უარი თქვან ხელოვნურად გამოგონილ კონფრონტაციულ ტაქტიკაზე და სტრატეგიაზე და ჯობს, დაკავდნენ ევროპული პრობლემებით“ , - განაცხადა ლავროვმა.
| Print |