რეგიონი
დემნა გვასალია პლატფორმა„United24“-ის ელჩი გახდა "უკრაინის აღდგენის" მიმართულებით
Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ჩვენი ფანდრაიზინგის პლატფორმის „United24“-ის ელჩი გახდა "უკრაინის აღდგენის" მიმართულებით, რათა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმაროს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„BALENCIAGA-მ სპეციალური სვიტერი შექმნა პლატფორმის მხარდასაჭერად. ასეთი სვიტერების გაყიდვიდან მიღებული მოგების 100% გადაირიცხება "უკრაინის აღდგენის" მიმართულებით” , - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

„მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის!“ - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, „United24“ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივაა, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო შემოწირულობების აგროვებს.
| Print |