რეგიონი
აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, უკრაინაში სულ მცირე 75 000 რუსი დაიღუპა ან დაშავდა
აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, უკრაინაში სულ მცირე 75 000 რუსი დაიღუპა ან დაშავდა.

მათივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარეს დაღუპულთა რიცხვი დიდი ხანია, რაც ათობით ათასს შეადგენს.

„ჩვენ გვაცნობეს, რომ 75 000-ზე მეტი რუსი დაიღუპა ან დაშავდა, რაც ძალიან დიდი რაოდენობაა“, - განუცხადა CNN-ს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთმა დემოკრატმა კანონმდებელმა, რომელიც მანამდე აშშ-ს მთავრობის საიდუმლო ბრიფინგს ესწრებოდა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნულ ციფრებს "ყალბი" უწოდა და განაცხადა, რომ ეს მედიის ცნობებია და არა აშშ-ს მთავრობის ინფორმაცია.

რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა 1351-ს შეადგენს.

რაც შეეხება უკრაინის ცოცხალი ძალის დანაკარგებს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ივნისის დასაწყისში დაღუპულთა რიცხვი "10 000-მდე" შეაფასა.
| Print |