რეგიონი
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით, 45 200 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული
უკრაინულმა ძალებმა 24 თებერვლიდან დღემდე, დაახლოებით 45 200 რუსი სამხედროს ლიკვიდაცია განახორციელეს.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1912 ტანკი, 4224 ჯავშანტექნიკა, 1028 ერთეული საარტილერიო სისტემა, 266 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 141 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 234 საბრძოლო თვითმფრინავი, 197 ვერტმფრენი, 806 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 3143 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 99 ერთეული სპეცტექნიკა და 190 ფრთოსანი რაკეტა.
| Print |