რეგიონი
აშშ უკრაინას შორ მანძილზე მფრინავ 10 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს
რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ფარგლებში, აშშ უკრაინას შორ მანძილზე მფრინავ 10 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს. პენტაგონის ინფორმაციით, საუბარია Switchblade-600-ის ტიპის დრონებზე, რომლებსაც 40 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია ფრენა. აღსანიშნავია, რომ მსგავს დრონებს ამ ეტაპზე მხოლოდ აშშ და გაერთიანებული სამეფო იყენებენ და ისინი წარმატებით ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ გამოიყენება.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეერთებულმა შტატებმა უკრაინას Switchblade-300 ტიპის დრონები გადასცა, რომლებსაც მხოლოდ 15 კმ-მდე ფრენა შეუძლიათ.
| Print |