რეგიონი
ნორვეგია და ბრიტანეთი უკრაინისთვის მიკრო-დრონების შეძენას ერთობლივად გეგმავენ
ნორვეგია და ბრიტანეთი ნორვეგიული მიკრო-დრონების, Black Hornet შესაძანად და უკრაინაში გასაგზავნად ძალებს აერთიანებენ.

ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაკეტი, რომლის ღირებულება 90 მლნ ნორვეგიული კრონია(დაახლოებით 9.2 მილიონი აშშ დოლარი), მოიცავს Black Hornet-ის ერთეულებს, სათადარიგო ნაწილებს, ტრანსპორტირებას და საჭირო გადამზადებას.

დახმარების პაკეტი დაფინანსდება ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ფონდის მიერ, რომელშიც ნორვეგიამ 400 მილიონი ნორვეგიული კრონი შეიტანა.
| Print |