რეგიონი
ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
რუსი აგრესორების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ სოფელ კამენკას დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

სულ ცნობილია გარდაცვალების 5 შემთხვევა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვნენ მოყოლილი“, - წერს სტარუხი.

მისი თქმით, დაღუპულებს შორის არიან კამენსკის სოფლის საბჭოს "კულტურისა და დასვენების ცენტრის" კულტურისა და მასობრივი სექტორის ხელმძღვანელი, 29 წლის ანასტასია ბოროვიკი და მისი ორი, რვა და ორი წლის შვილი.

„ოთხსართულიანი სახლი, სადაც ახალგაზრდა დედა შვილებთან ერთად ცხოვრობდა, ოკუპანტებმა მიზანმიმართულად დაბომბეს. სახლი მიწასთან გასწორდა“, - აღნიშნა სტარუხმა.

"ინტერპრესნიუსი"
| Print |