რეგიონი
ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან მცხოვრებლებს, რადიაციის გაჟონვის საშიშროების გამო, იოდის ტაბლეტები დაურიგეს
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მცხოვრებლებს, რადიაციული გაჟონვის მზარდი შიშის ფონზე, იოდის ტაბლეტები დაურიგეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Associated Press იუწყება, იოდის ტაბლეტები უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპოროჟიეში, ელექტროსადგურიდან დაახლოებით 45 კილომეტრში გაიცა.

მედიის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური, ხუთშაბათს, უკრაინის ეროვნული ქსელიდან დროებით იქნა გათიშული.

მედია წერს, რომ ბირთვული ობიექტის გარშემო ვითარება კვლავ მყიფეა, რადგან ელექტროსადგურის ირგვლივ სამხედრო მოქმედებები გრძელდება. სატელიტურ სურათებში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ასახულია, რომ კომპლექსის გარშემო ხანძარია.

"ინტერპრესნიუსი"
| Print |