რეგიონი
უკრაინელებმა ხერსონის სიახლოვეს ოკუპანტებისგან 4 სოფელი გაათავისუფლეს
უკრაინელმა მებრძოლებმა ხერსონის სიახლოვეს რუსი დამპყრობლებისგან 4 სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ოპერაცია ღამით რუსული პოზიციების მასიური დაბომბვით დაიწყო. ახლა ჩვენ გავათავისუფლეთ 4 სოფელი. მათი დაცვის პირველი ხაზი სამ ადგილას გავარღვიეთ“, - განაცხადა წყარომ.

მისი ცნობით, გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო. მისივე თქმით, ბევრი ოკუპანტი ლიკვიდირებულია და ტყვედ არის აყვანილი, განადგურებულია ბევრი საბრძოლო ტექნიკა.

„ვნახავთ როგორ წავა შეტევა. ჩვენი მიზანი - ხერსონია“,- განაცხადა წყარომ.

"ინტერპრესნიუსი"
| Print |