რეგიონი
რუსეთის მიერ დანიშნულმა "მმართველის" მოადგილემ ხერსონი დატოვა - BBC
BBC-ის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ხერსონში, რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. მმართველის მოადგილემ ქალაქი დატოვა და რუსეთიდან აგრძელებს მუშაობას.

სოციალურ ქსელებში მომხმარებლები წერენ, რომ კირილ სტრემუსოვის ბოლო ვიდეომიმართვები, რომლებიც ტელეგრამ არხზე ვრცელდება, ვორონეჟის სასტუმრო მარიოტშია ჩაწერილი.

ვორონეჟი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 200 კმ/შია.

შეგახსენებთ, 29 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთში კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მათ ოკუპირებულ ხერსონთან მდებარე 4 სოფელი გაათავისუფლეს.

"მთავარი არხი"
| Print |