რეგიონი
სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობის მოსაგვარებლად, ბრიუსელში ფაშინიანი-ალიევი-მიშელის შეხვედრა გაიმართა
ბრიუსელში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეოთხე შეხვედრა გაიმართა.

მოლაპარაკებები დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა. ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დისკუსიები სამხრეთ კავკასიაში ბოლო მოვლენებს მიეძღვნა. მიშელის თქმით, შეხვედრაზე სომხურ-აზერბაიჯანული დღის წესრიგის მთელი რიგი საკითხები განიხილეს, როგორიცა მშვიდობიანი შეთანხმება, ჰუმანიტარული და სასაზღვრო საკითხები, კომუნიკაციები და სხვა.

"დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ გავააქტიუროთ სამუშაოები სამშვიდობო ხელშეკრულების ხელშეწყობისთვის, რომელიც არეგულირებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს და დავავალეთ საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ შეიკრიბონ ერთი თვის განმავლობაში, რათა იმუშაონ ტექსტების პროექტებზე", - აცხადებს ევროსაბჭოს ხელმძღვანელი.

მიშელის თქმით, მხარეებთან ერთად ასევე განიხილეს დაკავებული ჯარისკაცების გათავისუფლების საკითხი, რომელზე მუშაობასაც ევროკავშირი კიდევ გააგრძელებს.

"ჩვენ შევაფასეთ პროგრესი საზღვრის დადგენასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში და ასევე განვიხილეთ რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციის ვარიანტები"
- აღნიშნა მიშელმა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა შემდეგი შეტყობინება მიიღო:

„განხილული იქნა პატიმრების გათავისუფლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების ბედის გარკვევასთან, საზღვრების დემარკაციასთან და უსაფრთხოებასთან, რეგიონულ განბლოკვასთან, სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოწესრიგებასთან და მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები".

ფაშინიან-ალიევის მორიგი შეხვედრა ნოემბერშია დაგეგმილი.

JAMnews
| Print |