რეგიონი
აზერბაიჯანმა სოფელი ქარაშენი „გრადის“ სარაკეტო სისტემით დაბომბა
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის სიუნიქის ოლქის სოფელი ქარაშენი „გრადის“ ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბა, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე თქმით, დაბომბვა წუხელ განხორციელდა და არავინ დაშავებულა.

ამასთან, სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სოფელ სოთქის საარტილერიო დაბომბვის შედეგად ორი ქალი დაშავდა.

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სომხეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობაზე, ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და სომხური მხარის მიერ გავრცელებული მორიგი დეზინფორმაციაა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დროისთვის ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე პოზიციური ბრძოლები გრძელდება, აზერბაიჯანული ძალები არ წყვეტენ წინსვლის მცდელობებს, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, არამ ტოროსიანმა განაცხადა.
| Print |