რეგიონი
ფაშინიანის თქმით, სომხეთის მხრიდან 49 ჯარისკაცი დაიღუპა
სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანთან საზღვარზე შეტაკებების დროს 49 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა.

"სამწუხაროდ, რიცხვი საბოლოოდ არაა", - თქვა ფაშინიანმა.

13 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

უწყების ცნობით, დაიბომბა გორისი, სოტკი, ვარდენისი და ჯერმუკი.

ამავე დროს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ერევანი დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონების მიმართულებით დივერსიაში დაადანაშაულა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის გაერთიანებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის ქვედანაყოფებს შორის ტერიტორია დანაღმეს მთიანი რელიეფისა და ხევების გამოყენებით.

სომხეთი გეგმავს, რომ რუსეთს, ODKB-სა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართოს.
| Print |