რეგიონი
უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშია გამოცხადებული, რუსული ძალები ქვეყანას რაკეტებით უტევენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბომბდამშენებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები დასავლეთის ოლქებისკენაა მიმართული, ზღვიდან გაშვებული რაკეტები კი ჩრდილოეთ და ცენტრალური ოლქებისკენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვინიცაში, კროპივნიცკსა და კრივი-რიჰში აფეთქებების ხმები ისმოდა. ამასთან, აფეთქებების შესახებ იუწყებიან დნიპროდან, ზაპოროჟიედან, ოდესიდან და ხმელნიცკიდან.
| Print |