რეგიონი
რუსებმა კიევს რაკეტებისა და დრონების გამოყენებით დაარტყეს
რუსებმა კიევს რაკეტებისა და დრონების გამოყენებით დაარტყეს, დაშავდა ერთი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო 73 დღის განმავლობაში პირველად, კიევზე კომბინირებული დარტყმა განახორციელეს. მტერმა, სავარაუდოდ, ფრთოსანი რაკეტები, Iskander-M ტიპის ბალისტიკური რაკეტები და დრონები გამოიყენება“, - აცხადებს კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ცნობით, კიევზე რუსული ძალების შეტევა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა და რუსულმა ძალებმა შეტევა დრონების გამოყენებით დაასრულეს.

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული ძალების მიერ გაშვებული რამდენიმე რაკეტა და ათეულობით დრონი გაანადგურეს.
| Print |
თეგები: კიევი / ომი /