რეგიონი
ვალეში, ასფალტის ქარხანა ჰაერს და მდინარეს აბიუნძურებს - ზედამხედველობის დეპარტამენტი

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვალეში, ასფალტის მწარმოებელ ქარხანაში სამართალდარღვევები გამოავლინეს. არაგეგმიური ინსპექტირების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შპს „ასტორია “ გარემოს აბინძურებს. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა ერთ წელში, 14 771 ლარი შეადგინა.

შემოწმების დროს გამოვლენილ დარღვევებზე ოქმი შეადგინეს, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამი და ნარჩენების მართვის კოდექსის ორი მუხლის დარღვევა ფიქსირდება.

„ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურებისა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციების გადაჭარბების გამო, გარემოზე მიყენებული ზიანი შეადგენს 14 771,08 ლარს. მასალები განსახილველად შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება“, - ამბობენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

ჰაერისა და მდინარე ფოცხოვის დაბინძურების გარდა, სახიფათო ნარჩენები აღმოაჩინეს საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზეც, რის გამოც ინსპექტირების ჯგუფმა გარემოს დანაგვიანება დააფიქსირა.

იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე მეწარმეს სამართალდამრღვევად ჩათვლის, შპს „ასტორიას“ გარემოზე მიყენებული ზიანის გარდა, ჯარიმის სახით, 5 000 ლარის გადახდა მოუწევს.

მუქ კვამლზე ვალის მეორე შახტის მოსახლეობა ჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ საწარმო არა მხოლოდ დასახლებას, არამედ მთელ ხეობას აბინძურებს.
საწარმოს ხელმძღვანელი შემოწმებისას აცხადებდა, რომ კვამლის შეფერილობის მიუხედავად, გამონაბოლქვი გარემოს არ აბინძურებდა.

„კვამლი სანამ გარეთ გავა, ჯერ ფილტრს გაივლის. მოსახლეობისთვის საშიში არ არის, ყველამ იცის ეს, 2005 წლიდან ვმუშაობთ და ჯერ არავინ დაავადებულა. ბოლი შავი იმიტომ არის, რომ მაზუთს ვწვავთ. გაზზე რომ ვიმუშავებთ, თეთრი ბოლი იქნება“, - ამბობდა მალხაზ მანველიშვილი.

ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით (წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა), 77-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გადამეტება) და 792 მუხლით (გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა).

ასევე - ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება), და 44-ე მუხლით (ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული ქმედების გამო).

 


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 11 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 11 °C
img
ადიგენი 14 °C
img
ბორჯომი 13 °C
img
თბილისი 19 °C
img
აბასთუმანი 11 °C
img
ბაკურიანი 7 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7967
EUR
EUR
1
2.8453
RUB
RUB
100
2.8623
TRY
TRY
1
0.0819
USD
USD
1
2.6711
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 Girişcasibom girişcasibom girişEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey giriş hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountholiganbetmariobetholiganbetholiganbettrbetcasibomvdcasinoholiganbetqueenbettempobettümbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralamariobetholiganbet girişcasibombetebetsekabet