აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე სამხედრო იერიში მიიტანა - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა.
"მტერმა არცახის რეგიონზე იერიში მიიტანა. თავდაცვის არმია თავდასხმას წარმატებით უმკლავდება.
მოგიწოდებთ, ენდოთ ინფორმაციის მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს". - წერს ფაშინიანი.
არცახი ისტორიული პროვინციაა, რომელიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ოფიციალური აზერბაიჯანი აცხადებს, რომ კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება.