რეგიონი
ქართულ ავიაკომპანია "ჯორჯიან" ეარვეისს" სანქციები დაუწესდა
უკრაინის პრეზიდენტი ორასამდე ფიზიკურ პირსა და სამასამდე კომპანიას სანქციებს უწესებს. ზელენსკის გადაწყვეტილება დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. დასანქცირებულ პირებს შორის. რუსეთის 189 მოქალაქე, ორი ბელარუსი და ერთი ქართველი, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" საფრენოსნო სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილია. სანქცირებულია ასევე კომპანია "Georgian Airways". უკრაინის მხრიდან დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენის აკრძალვას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ასევე ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას ითვალისწინებს.

დღის ბოლოს, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, თამაზ გაიაშვილი გამოეხმაურა და უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას,უსამართლო უწოდა.  გაიაშვილის განცხადებით, რუსეთში ფრენებს თურქეთის, არაბული სახელმწიფოების, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მთელი აზიისა და შუა აზიის ავიაკომპანიებიც ახორციელებენ, თუმცა სინი სანქცირებულთა სიაში არ მოხვდნენ.

ზელენსკის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციისთვის. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ მიმდინარე პროცესებს გაგრძელება ექნება. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი იმედი აქვთ, რომ უკრაინის მხრიდან გადადგმულ ამ კონკრეტულ ნაბიჯს, დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესება არ მოჰყვება.

საქართველო რომ სანქციების გვერდის ავლით არ მოქმედებს, ეს დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საკითხს გამოეხმაურა ქვეყნის პირველი კანონმდებელიც. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილება ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მიიღეს.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.