SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
რეგიონი
ერევანი მზადაა სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აცხადებს, რომ ერევანი მზადაა, დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან, - რის ტექსტზეც მხარეები 10 დღის წინ შეთანხმდნენ, თუმცა ხელი არ მოუწერიათ, - თუმცა, მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ბაქოს ეს არ სურს.

„ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ, ჩვენ გვჯერა, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს რეგიონში არის რეალური შესაძლებლობა, გადავფურცლოთ მტრობის გვერდი და დავამყაროთ ნამდვილი მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ბრაზილიაში ვიზიტისას.

ბრაზილიის ერთ-ერთ უმსხვილეს და გავლენიან ადგილობრივ გაზეთ Folha-სთან ინტერვიუში, ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის დროს, მირზოიანმა ასევე თქვა:

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ აზერბაიჯანს მუდმივად შემოაქვს სხვადასხვა ახალი, მე ვიტყოდი, ხელოვნური წინაპირობები სამშვიდობო დღის წესრიგში, რაც ართულებს შეთანხმების ხელმოწერას და, ასე ვთქვათ, ინსტიტციონალიზებული მშვიდობის დამყარებას“.

მან ასევე განაცხადა, რომ „მიზანი თითქმის მიღწეულია“.

ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისა და თითქმის ხუთწლიანი მოლაპარაკებების არაერთი რაუნდის შემდეგ, 2025 წლის 13 მარტს, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე.

თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელებიდან 10 დღის შემდეგაც კი მხარეებს დოკუმენტისათვის ხელი არ მოუწერიათ.

თავდაპირველად, როგორც რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური იუწყება, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა გამოაცხადა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბრისას, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

მოგვიანებით ინფორმაცია სომხეთის საგარეო უწყებამაც დაადასტურა.

მინისტრმა ბაირამოვმა განაცხადა ისიც, რომ სომხეთი დაეთანხმა აზერბაიჯანის იმ შეთავაზებას, რაზეც აქამდე თავს იკავებდა, - სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებას.

სომხეთის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ დაეთანხმა ორ აქამდე შეუთანხმებელ დებულებას:

ერთი მათგანი კონსტიტუციის ცვლილებას ეხება, მეორე კი - ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლას. ეს ეუთოს წევრი ქვეყნების ჯგუფია, - რუსეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით, - რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზებს იძიებდა. წლებია, ის ფაქტობრივად არ მუშაობს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, - რომელიც წლების წინ აცხადებდა, რომ „ყარაბაღი სომხეთია და მორჩა“, 2025 წლის 22 მარტს სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა:

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვაღიარეთ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, და აზერბაიჯანმა აღიარა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენ მზად ვართ, დავაფიქსიროთ, რომ კონფლიქტური ვითარება აღარ არსებობს“.

შეთანხმებული დოკუმენტის სახელწოდებაა „შეთანხმება სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“.

გასულ კვირაში ფაშინიანმა სამჯერ მოუწოდა ალიევს დოკუმენტის ხელმოწერისაკენ. პარალელურად, აზერბაიჯანი აცხადებდა, რომ სომხურმა მხარემ სასაზღვრო რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაარღვია, - რასაც სომხეთში უარყოფენ.

სომხეთის ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ბაქოს მოთხოვნები და ქმედებები არის სამზადისი, რათა აზერბაიჯანი თავს დაესხას სომხეთის ტერიტორიას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

2025 წლის 7 იანვარს, როდესაც ალიევმა თავისივე მთავრობის კონტროლირებულ მედიასაშუალებებს მისცა ინტერვიუ, ის მორიგჯერ დაემუქრა სომხეთს, მოითხოვა „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნა და მას უწოდა „ფაშისტური სახელმწიფო“, რომელიც „უნდა განადგურდეს“.

შეთანხმების ტექსტი, არაერთი მედიის ცნობით, არ მოიცავს „ზანგეზურის დერეფნის“ მოთხოვნას - რაც ბაქოს მოთხოვნებს შორის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო და რასაც სომხეთი მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetjojobethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planısahabetjojobetjojobetnycbahispusulabetpusulabetdizipaltürk ifşa킹콩티비vozol배트맨티비jojobetzlotbetturkey스마일퀄리티betpasholiganbet1xbetcasibomzbahisbetistotobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortHoliganbethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetmatbetcasinofastbedava iptv izlemehacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahismavibetStreameastholiganbet girişganobetenjoybettipobetcasibomtrendbetBets10pusulabetpusulabetholiganbetnakitbahisJojobet 1106kavbetkavbetmatbetjojobet girişGrandpashabetgobahistrendbetgobahisgiftcardmall/mygiftpadişahbetholiganbet girişmatbet girişmatbet girişbetebetcasibombetparkmatadorbetcasibomcasibomonwinyakabetcasibom girişcasibompashagamingpashagamingwinxbetSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahistrendbetholiganbetwinxbetwinxbetwinxbetpusulabetpadişahbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortbahçeşehir escortbets10tipobet güncel girişJojobetelexbetelexbetStreameastfixbetbetsmovetimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegrambetparkcasibompusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmaholiganbetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноJojobet 1106jojobet girişdeneme bonusu telegramStreameastrbetgrandpashabetjojobet giriş