ანონსი
რეგიონებში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი ,,ჩვენ გეძებთ შენ’’ ჩატარდება
Studentjob.ge -ის და HR hub-ისინიციატივითა და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ იწყება.

პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტისა და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში, საქართველოს 4 რეგიონში (კახეთი, სამეგრელო, აჭარა, იმერეთი) ჩატარდება არასტანდარტული კონცეფციის დასაქმების ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანია შესაბამისი ვაკანსიებით.

პირველი რეგიონი, სადაც აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება არის კახეთი.

,,თელავიჯობს/Telove Jobs“ – 7 ივლისს, 16:00სთ-ზე, თელავში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან და კრედო ბანკთან პარტნიორობით ჩატარდება.

ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში.

ნადიკვრის პარკში, ღია ცის ქვეშ, წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიით/სტაჟირებით.

გარდა ამისა, მოეწყობა წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია ჟურნალი Entrepreneur Georgia. აქ მოხდება წარმატებული ადამიანების გამოსვლები კარიერულ ზრდაზე, მოტივაციაზე, წარმატებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება კითხვები დაუსვას მისთვის საინტერესო სპიკერს და მიიღოს რჩევები.

,,თელავიჯობსის” ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიება გაგრძელდება 20:00 სთ-მდე და დასრულდება კონცერტით.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება, დასაქმების მსურველ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია.


| Print |