ანონსი
რამდენ ხანს გაგრძელდება მზიანი ამინდი ახალციხეში
ნოემბრის თვის პროგნოზით,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვის ბოლომდე თბილი ამინდები შენარჩუნდება, თუმცა მახასიათებელია გარდამავალი ამინდებით, შემოდგომის თბილი და ზამთრის ცივი.

დასავლეთ საქართველოში, ცალკეულ დღეებში მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა მიაღწიოს +23,+25 გრადუსს. (სამეგრელო, იმერეთი, გურია).

დღის მაქსიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 5 ნოემბერს +15-დან +20გრადუსამდე, ხოლო 6-დან მკვეთრად მოიმატებს. ცალკეულ რაიონებში შესაძლოა 20-22 გრადუსი დაფიქსირდეს.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, ღამის საათებში შესაძლებელია ცალკეულ დღეებში 0, ან -1 გრადუსამდე ჩამოვიდეს ჰაერის ტემპერატურა.

მთიან და მაღალმთიან რეგიონში დღისით მაქსიმალური ტემპერატურა იქნება თბილი. მთიანეთში +20,+23 გრადუსი, სამხრეთ მაღალმთიანეთში (წალკა, ახალქალაქი, ბაკურიანის მიდამოები) მაქსიმალური ტემპერატურა +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. ჩრდილო მაღალმთიანში კი (გუდაური,კობი) +15+17 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა.
| Print |
თეგები: ამინდი /