ახალი ამბები
აშშ-ში ,,სამშობიარო ტურიზმი" გამკაცრდა
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ახალ სავიზო რეგულაციებს იღებს, რომელიც "სამშობიარო ტურიზმს" შეეხება. ასოშიეიტედ პრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სავიზო კონტროლი უფრო მკაცრი იქნება.

ახალი წესებით, უნდა დარეგულირდეს ორსულთა შესვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. საელჩოებმა ვიზის განხილვის დროს უნდა შეისწავლონ ესა თუ ის პირი და იმ შემთხვევაში, თუ იქნება დადასტურებული ეჭვი, რომ კონკრეტული პირი შტატებში ბავშვის გასაჩენად გეგმავს ჩასვლას, მას უარს ეტყვიან ვიზაზე.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ორსულ ქალებს, რომლებსაც სპეციალური სამედიცინო მკურნალობა ესაჭიროებათ და ამიტომ გეგმავენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლას, მოუწევთ წარადგინონ საჭირო დოკუმენტაცია, როგორც სამედიცინო, ასევე ფინანსური. კერძოდ, აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს, რომ მას აქვს თანხა მკურნალობისთვის და ცხოვრებისთვის.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია, ბ- ტიპის ვიზაზე, რომლითაც შტატებში ტურისტები ჩამოდიან. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის პრაქტიკა აჩვენებს, რომ სამშობიარო ტურიზმი შტატებში სავსებით ლეგალურია.

არ არსებობს კონკრეტული მონაცემები თუმცა, მიგრაციის შემსწავლელი ცენტრის მონაცემებით "სამშობიარო ტურიზმის" შედეგად დაბადებული ბავშვების რაოდენობა 33 ათასს აჭარბებს.

ამ გზას სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები მიმართავენ. აშშ-ის კონსტიტუციის მეთოთხმეტე შესწორებით, აშშ-ში დაბადებული ბავშვი ავტომატურად ხდება მოქალაქე.
| Print |