ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბორჯომში, ზანავი-კორტანეთის საავტომობილო გზაზე. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი რომელიც ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა ხევში გადავარდა. მანქანაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 12 წლის ბავშვი გარდაცვლილია. ინფორმაციას, ჯეოჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ადასტურებენ.

დანარჩენი ოთხი დაზარალებული, რომელიც სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან, საავადმყოფოში რჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო ცენტრის დირექტორის ირაკლი დიასამიძის ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
| Print |