საზოგადოება
დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები ახალციხეში
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა. თვითმხილველები ამბობენ რომ სატვირთო ავტომობილი თოვლიან გზაზე მოცურდა და სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა. თვითმხილველები ამბობენ რომ სატვირთო ავტომობილი თოვლიან გზაზე მოცურდა და სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა.

დაშავებულებს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ, რის  შემდეგაც ერთი მათგანი ბორჯომის საავადმყოფოში ხუთი კი ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.  დაშავებულების  მკურნალი ექიმის თქმით, ერთი პაციენტი ყბის ღია მოტეხილობით თბილისში გადაიყვანეს, სამი  მათგანი კი მკურნალობას ადგილზე გადის.

თოვლმა პრობლემები შეუქმნა სატვირთო ავტომობილებს. მძღოლების თქმით, მათ მოცურების საშიშროების გამო, გზებზე გადაადგილება აუკრძალეს. ეგრეთწოდებული „ტრაილერების“ კოლონა ახალციხის შემოსასვლელთან სავარაუდოდ დილამდე დარჩება.

ამინდის გაუარესებამ   პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობასაც, მათი თქმით, გადაადგილებაუჭირთ,  როგორც ქვეითებს, ასევე ავტომობილების მძღოლებსაც.

ქალაქში გაწმენდითი სამუშაოები დღის მეორე ნახევარში დაიწყო. ახალციხის მერის თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია გზებზე არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ოცხე“  მუშაობს. ვლადიმერ ზედგინიძის განმარტებით, უხვი ნალექის გამო, ძირითადს  დამხმარე ტექნიკაც დაემატა.

დიდთოვლობის გამო, ახლციხის სოფლებში გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა – აცხადებენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ზაზა მელიქიძის თქმით, შესაბამის ტექნიკა, დილიდანაა მობილიზებული და გზის გაწმენდა სისტემატიურად მიმდინარეობს. ახალციხის გამგებლის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში მზადყოფნაშია დამატებითი ტექნიკაც.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები ნალექის გადაღებისთანავე გაგრძელდება, რის შემდეგაც საავტომობილო გზებზე ტექნიკური მარილი დაიყრება.

ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე.


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.