ამინდი
როგორი ამიდია მოსალოდნელი რეგიონში უახლოეს დღეებში?
სინოპტიკოსების ცნობით, 18 თებერვალს სამცხე-ჯავახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

ხვალ ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 7, ღამით კი მინუს 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 8 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი მინუს 3-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 6 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 6. ადიგენში დღისით 5 გრადუსი, ღამით კი მინუს 5 არის ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - ახალქალაქში დღისით 3 და ღამით მინუს 10 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 1 და ღამით მინუს 11 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 3 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 7-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 2, ღამით კი მინუს 8 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ტემპერატურა კი დღისით 12, ღამით 1 გრადუსი იქნება.

| Print |