ამინდი
როგორი ამინდი იქნება უქმეებზე?
სინოპტიკოსები ამ უქმეებზე მზიან და უნალექო ამინდს ვარაუდობენ.

19 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 9, ღამით კი მინუს 1 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 7 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი მინუს 2-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 8 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 4. ადიგენში დღისით 6, ღამით კი მინუს 6 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ღამით ყინვა ნარჩუნდება. ახალქალაქში დღისით 2 და ღამით მინუს 10 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები 2 და ღამით მინუს 11 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 5 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 7 ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 2, ღამით კი მინუს 6 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ტემპერატურა დღისით 12, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.

| Print |