ამინდი
ხვალიდან ამინდი გაუარესდება
სინოპტიკოსები ხვალიდან ამინდის გაუარესებას და წვიმას ვარაუდობენ.

3 მარტს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 15, ღამით კი 1 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 13 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 2-ს. იწვიმებს ასპინძაშიც.

ტემპერატურა დღისით 13 გრადუსი იქნება, ღამით კი 1. ადიგენში ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს, აქ ღამით ყინვა ნარჩუნდება და თოვას ელიან -ახალქალაქში დღისით 7 და ღამით მინუს 2 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები 5 და ღამით მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე ნალექია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 8 გრადუსს, ხოლო ღამით 0-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 9, ღამით კი მინუს 3 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ტემპერატურა დღისით 12, ღამით კი 4 გრადუსი იქნება.

| Print |