ამინდი
სამცხე-ჯავახეთში ამინდი გაუარესდება
სინოპტიკოსები მთელი კვირის განმავლობაში თოვლს ვარაუდობენ. 10 მარტს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 2, ღამით კი მინუს 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 2 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი მინუს 1-ს.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 2 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 4. ადიგენში დღისით 2, ღამით კი მინუს 3 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც თოვს და ყინვა ნარჩუნდება. ახალქალაქში დღისით მინუს 1 და ღამით მინუს 6 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 1 და ღამით მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ნალექია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 0 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 4-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით მინუს 3, ღამით კი მინუს 6 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ტემპერატურა დღისით 6, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

| Print |