situs toto slot
- 10 გრადუსი და თოვა - როგორი ამინდი იქნება რეგიონში?
ამინდი
- 10 გრადუსი და თოვა - როგორი ამინდი იქნება რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 თებერვლიდან აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

სამცხე-ჯავახეთშიც თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი, 7 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 2 და ღამით კი მინუს 4 და გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 1, ღამით კი მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 2 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 5. ადიგენში დღისით მინუს 1, ღამით მინუს 5 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 1 , ღამით მინუს 9 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 2-ს, ღამით მინუს 10 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც თოვლიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა მინუს 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 4, ღამით კი მინუს 8 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.
| Print |