ამინდი
რეგიონში ტემპერატურა - 21 გრადუსამდე დაეცემა - როგორი ამინდი იქნება უქმეებზე?
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ამ უქმეებზე გამოიდარებს და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. უნალექო ამინდთან ერთად რეგიონში ღამით დაეცემა ტემპერატურა და გაძლიერდება ყინვა.

სამცხე-ჯავახეთში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 11 და 12 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 3 და 2 , ღამით კი მინუს 5 და მინუს 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში ორივე დღეს დღისით 2, ღამით კი მინუს 7 და მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა ორივე დღეს დღისით 1 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 6 და მინუს 8. ადიგენში დღისით 0 და მინუს 1, ღამით მინუს 11 და მინუს 12 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში ორივე დღეს დღისით მინუს 5, ღამით მინუს 17 და მინუს 19 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 7 და მინუს 6-ს, ღამით კი მინუს 19 და მინუს 21 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში ორივე დღეს დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა მინუს 2 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 10 და მინუს 11 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში ორივე დღეს დღისით მინუს 4, ღამით კი მინუს 13 და მინუს 15 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 5 და 6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 2 და მინუს 1 გრადუსი იქნება.
| Print |