გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი უამინდობის შესახებ აფრთხილებს.
"8 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ღამით მაღალ მთაში შესაძლებელია თოვლ-ჭყაპი, ზოგან ძლიერი. დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს"- ნათქვამია განცხადებაში.