ამინდი
-12 გრადუსი ყინვა და ნალექი - როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ღამით მაღალ მთაში შესაძლებელია თოვლ-ჭყაპი, ზოგან ძლიერი. დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 8 და 9 აპრილს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 8 და 14, ღამით კი მინუს 3 და მინუს 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 6 და 13, ღამით კი 2 და მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 7 და 14 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 2 და მინუს 5. ადიგენში დღისით 5 და 10, ღამით კი მინუს 1 და მინუს 3 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 2 და 9, ღამით მინუს 7 და მინუს 10 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 1 და 7- ს, ღამით კი მინუს 9 და მინუს 12 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 5 და 11 გრადუსს, ხოლო ღამით ორივე დღეს მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 1 და 7, ღამით კი მინუს 3 და მინუს 7 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 12 და 18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 6 და 5 გრადუსი იქნება.
| Print |