ახალციხის მერმა ზედამხედველობის სამსახური გააუქმა
ახალციხის  მერიაში რეორგანიზაცია გრძელდება. ქალაქის პირველმა პირმა ზედამხედველობის სამსახური გააუქმა. ის განყოფილების სახით, მშენებლობის სამსახურს დაექვემდებარება.

ახალციხის  მერიაში რეორგანიზაცია გრძელდება. ქალაქის პირველმა პირმა ზედამხედველობის სამსახური გააუქმა. ის განყოფილების სახით, მშენებლობის სამსახურს დაექვემდებარება.

ამავე სამსახურში ჩამოყალიბდება არქიტექტურის განყოფილებაც, რომლის შექმნაზეც მუშაობა დაწყებულია.

ვლადიმერ ზედგინიძე ათამდე ვაკანტურ ადგილზე კონკურსის გამოცხადებას მომავალ კვირაში აპირებს. მისი თქმით, მოთხოვნები გაიზარდა და მონაწილეობის პირობები გამკაცრდა. კონკურსის წესით, მერიაში იურისტებს, ფინანსისტებს, ეკონომისტებს, შენებლებსა და არქიტექტორებს შეარჩევენ.


| Print |