ეკონომიკა
უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის უკრაინის მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა
უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის უკრაინის მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. შეთანხმებას უკრაინის მხრიდან ხელი ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდ კუბრაკოვმა მოაწერა, თურქეთის მხრიდან - თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა, გაეროს კი გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში წარმოადგენდა.

დოკუმენტს დღეს თურქეთთან და გაეროსთან ხელს რუსეთიც მოაწერს, რომელსაც თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ წარმოადგენს, თუმცა უკრაინასა და რუსეთს შორის დოკუმენტის ხელმოწერა არ იქნება.
| Print |