საზოგადოება
სილამაზის ხიდიდან გადამხტარი ქალის ცხედარი ყვიბისის ტერიტორიაზე იპოვეს
ქალი, რომელიც დღეს, 23 დეკემბერს, ბორჯომში სილამაზის ხიდიდან გადახტა, მაშველებმა მდინარე მტკვრიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.

mashvelebi

ბორჯომში მცხოვრები 1963 წელს დაბადებული მ.ლ.–ს ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. მდინარე მტკვარზე სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ცხედარი სამაშველო სამსახურმა ყვიბისის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”

| Print |