ჯავახეთში „ახალქალაქობის“ დღესასწაული აღინიშნა(ფოტო)
16:34 / 01.09.2019
ახალქალაქში ქალაქის დაარსებიდან 955 წლისთავი აღნიშნეს. ქალაქის სახელობითი დღესასწაულის აღნიშვნა 12:00 საათზე დაიწყო. „ახალქალაქობა“ ქალაქის ცენტრალურ პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფეროვანი, კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გასართობი სივრცეები ბავშვებისათვის, ასევე ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი. სახალხო დღესასწაული ფერების ფესტივალით დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმაც მიიღეს. პატარები ოჩოფეხებზე შემდგარმა ჯამბაზებმა გაამხიარულეს. ფოტოებს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.