რეგიონი
თურქეთში 6.9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
24 იანვარს, 21:55 წუთზე, თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 450 კმ_ში, ქალაქ მალატიასთან მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6.9 მაგნიტუდა შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ეპიცენტრი ქალაქი მალატიაა, სადაც 762 000 ადამიანი ცხოვრობს. ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი ან ნგრევა. 

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრა იგრძნობოდა აღმოსავლეთ თურქეთის რამდენიმე მეზობელ პროვინციაში. ბიძგები იგრძნეს სამცხე-ჯავახეთშიც.
| Print |