რეგიონი
აზერბაიჯანის არმიის სნაიპერმა სომეხი ჯარისკაცი მოკლა
აზერბაიჯანის არმიის სნაიპერმა სომეხი ჯარისკაცი მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანული მხარის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით დისლოცირებული დანაყოფის საგუშაგოზე მყოფი კონტრაქტორი აშოტ მიკაელიანი დაიჭრა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.
| Print |