რეგიონი
ნიკოლ ფაშინიანი გადადგომაზე უარს ამბობს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ არ აპირებს გადადგომას და იშრომებს იმისათვის, რომ გადაილახოს კრიზისული სიტუაცია.

ოპოზიციის მხრიდან მისი გადადგომის მოწოდებისა და ანტისამთავრობო აქციების მიუხედავად, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში მასშტაბური რეფორმების განხორციელებას აპირებს. მან 2021 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, არსებული სიტუაციის გამო ის თავს მთავარ პასუხისმგებელ პირად თვლის, ისევე, როგორც საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს, ქვეყანაში სტაბილურობა და უსაფრთხოება დაამყაროს.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებების პროცესის აღდგენას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფორმატში მთიანი ყარაბაღის სტატუსზე აქცენტის გაკეთებით, ასევე ყარაბაღის მცხოვრებლების თავიანთ სახლებში დაბრუნებას და მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე მდებარე დაზიანებული სახლებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას.

გეგმა ასევე ითვალისწინებს სამხედრო რეფორმების პროგრამის დამტკიცებას და აღნიშნული რეფორმების დაწყებას, კორონავირუსის პანდემიის გადალახვასა და მისი შედეგების აღმოფხვრას, ეკონომიკური საქმიანობის გარემოს აღდგენას, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას, სპეციალიზებული მოსამართლეების ინსტიტუტის დანერგვას, რაც, გეგმის თანახმად, ანტიკორუფციული სასამართლოს დაფუძნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა გახდეს.

ამასთან, ფაშინიანის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მუდმივი თემატური კონსულტაციების გამართვას სომხეთის პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ნიკოლ ფაშინიანის განმარტებით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროგრამების რეალიზაციას 6 თვე დასჭირდება. 2021 წლის ივნისში კი ის მოხსენებას წარადგენს და მომავალი მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებრივი აზრისა და რეაქციის გათვალისწინებით მოხდება.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.