რეგიონი
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა
დიდი ხანია ვფიქრობ, დაახლოებით ოთხი წლის აქტიური მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა დავტოვო. ეს გადაწყვეტილება სულაც არ არის ემოციური, გარკვეულ ლოგიკას მისდევს - ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სარქისიანის განცხადება ვრცელია და ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ქვეყნისა და ერისთვის საჭირო პოლიტიკური ბერკეტები არ გააჩნია:

,,ეს გადაწყვეტილება სულაც არ არის ემოციური, გარკვეულ ლოგიკას მისდევს.

პრეზიდენტს არ გააჩნია საჭირო ინსტრუმენტები ქვეყნისა და ერისთვის ამ რთულ პერიოდში საშინაო და საგარეო პოლიტიკის რადიკალურ პროცესებზე ზემოქმედებისთვის.

ჩვენი სახელმწიფოსთვის ამ რთულ დროს, როცა ეროვნული ერთიანობაა საჭირო, პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იყოს ჭორისა და შეთქმულების თეორიების სამიზნე, რითაც საზოგადოების ყურადღებას გადაიტანს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებიდან.

დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება აზრიანი, კარგად გააზრებული, გააზრებული, ქმედება" -
ნათქვამია სარქისიანის განცხადებაში.

სარქისიანი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს.
| Print |