მინდა ვთქვა, რომ ვარ ლეკი, ჩეჩენი, ოსი... ვამაყობ, რომ ამ სამყაროს ნაწილი ვარ - ვლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-უკრაინის ომში გარდაცვლილ ჯარისკაცს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა. ნურმაგომედ გაჯიმაგომედოვი პირველი დაღუპულია, რომელმაც ქვეყნის მეთაურისგან ეს ტიტული უკრაინაში ბრძოლისთვის მიიღო.
"ბრძოლაში ის თავდაჯერებულად უძღვებოდა თავის მებრძოლებს. ნამდვილი მეთაური იყო. უკვე დაჭრილი, ბოლომდე იბრძოდა და ყუმბარით აიფეთქა, საკუთარი თავიც და მის გარშემო მყოფი მებრძოლებიც. ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე. ნეო-ნაცისტებთან, რომლებიც დასცინიან პატიმრებს და სასტიკად კლავენ მათ.
რუსი ვარ, მაგრამ როცა ვხედავ ასეთი გმირობის მაგალითებს, მინდა ვთქვა: მე ვარ ლეკი, დაღესტნელი, ჩეჩენი, ინგუში, თათარი, ებრაელი, მორდოველი, ოსი. ვამაყობ, რომ ამ სამყაროს ნაწილი ვარ. რუსეთის სიძლიერე ძლიერი, მრავალეროვნული ხალხია. ამავდროულად, არასდროს უარვყოფ, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია",- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინასთან ბრძოლის დროს დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს 12 მილიონ რუბლზე მეტი კომპენსაცია და ყოველთვიური ფინანსური დახმარება დაენიშნებათ.