რეგიონი
მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით, უკრაინის მთავრობამ 50 ავტობუსის მობილიზება შეძლო
მარიუპოლის მერის მოადგილის სერგეი ორლოვის ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაციის პროცედურები და ამ მიზნით 50 ავტობუსის მობილიზება შეძლო.

ქალაქის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ თუ რუსეთი ცეცხლის დროებითი ჰუმანიტარული მიზნებისთვის შეწყვეტის შეთანხმებას შეასრულებს, ქალაქიდან 9 ათასი ადამიანის გაყვანა იქნება შესაძლებელი.

ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ პროცედურები მოსახლეობის გასაყვანად. ჩვენ შევძელით 50 ავტობუსის ორგანიზება და ვფიქრობთ, რომ ამ გზით 5-6000 ადამიანის გაყვანას შევძლებთ ქალაქიდან ზაპოროჟიაში. ადამიანებს ასევე შეუძლიათ გავიდნენ კერძო მანქანებით. ჯამში ვფიქრობთ, რომ ამგვარად ქალაქს 7-9000 ადამიანი დატოვებს, თუ ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმება იმუშავებს“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, მოსახლეობის მატარებლით ევაკუირება ვერ ხერხდება, რადგან რუსული თავდასხმებისას სარკინიგზო ტრასები განადგურდა.

ჩვენ რუსული მხარისგან არ გვაქვს დასტური იმაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტა ხვალაც გაგრძელდება. ახლა ამ მოცემულობით ვმუშაობთ,“- განაცხადა სერგეი ორლოვმა.

ქალაქი უკვე 4 დღეა ინფრასტრუქტურის გარეშეა დარჩენილი და ადამიანებისთვის ხმის მიწვდენა რთულია,“- აღნიშნა მერის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ ცეცხლი ადგილობრივი დროით 09:00 საათზე შეწყდა, რათა მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია განხორციელდეს.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.