რეგიონი
უკრაინაში, რუსულ აგრესიას 103 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
უკრაინაში, რუსულ აგრესიას უკვე 103 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს.
ვენედიქტოვას თქმით, რუსულმა ძალებმა 400-ზე მეტ სკოლაზე მიიტანეს იერიში, რომელთაგან 59 განადგურდა.
შეგახსენებთ, რომთბილისში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დაწესებულ შეღავათებს კიდევ ერთი დაემატა - შემდეგი კვირიდან თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვების მიღებას შეძლებენ.
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საკრებულოსთან ერთად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიღებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ.
გააზიარეთ :