რეგიონი
ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საფრანგეთის და იაპონიის პარლამენტებს მიმართავს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამჯერად საფრანგეთისა და იაპონიის პარლამენტებს მიმართავს.

საფრანგეთის სენატისა და ეროვნული ასამბლეისადმი ზელენსკის მიმართვა ადგილობრივი დროით 15:00 საათზეა დაგეგმილი, იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატას კი უკრაინის პრეზიდენტი, ადგილობრივი დროით, 18:00 საათზე ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მსოფლიო მასშტაბით საპარლამენტო ტრიბუნა უკვე არაერთი სახელმწიფოს პარლამენტმა დაუთმო.
| Print |