რეგიონი
ბოლო ორ დღეში, მთიან ყარაბაღში სამი სომეხი სამხედრო დაიღუპა
აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში დღეს ახალი საომარი ქმედებები განახორციელეს. მათ განაგრძეს წინსვლის მცდელობები არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის აღმოსავლეთ საზღვრისკენ. მოვლენები რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში ვითარდება.

ბოლო ორი დღის განმავლობაში აზერბაიჯანული მხარის მოქმედებების შედეგად სამი სომეხი სამხედრო დაიღუპა, 14 დაიჭრა, ორის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.

სომხეთი აღშფოთებულია რუსი სამშვიდობოების მისიის არაეფექტურობით. მთიანი ყარაბაღი კი რუსეთის პრეზიდენტს ოფიციალურ წერილში, სამშვიდობო მისიის კონტიგენტის გაზრდას სთხოვს. 

JAMnews
ასევე ნახეთ:

| Print |